Accessibility links

logo-print

მიღწეულია შეთანხმება გერმანიის საავტომობილო კომპანია “ოპელის” გადასარჩენად


მიღწეულია შეთანხმება გერმანიის საავტომობილო კომპანია “ოპელის” გადასარჩენად. ბერლინში ექვსი საათის მანძილზე მაღალ დონეზე მოლაპარაკებების შემდეგ გერმანიის ფინანსთა მინისტრმა პეერ შტაინბრიუკმა გამოაცხადა, რომ მიღწეულია გარიგება კანადის ფირმა “მაგნას”, ოპელის მფლობელ კომპანია “ჯენერალ მოტორსსა” და მთავრობებს შორის. კონსორციუმს სათავეში ჩაუდგება “მაგნა”, მაგრამ რუსეთის “სბერბანკს” ექნება აქციების უდიდესი ნაწილი. კონსორციუმი გეგმავს რუსეთის საავტომობილო კომპანია “გაზთან” თანამშრომლობით მილიონზე მეტი ავტომობილი გამოუშვას რუსეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში.
XS
SM
MD
LG