Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გეიტსი ჩინეთს ავღანეთის დახმარებისკენ მოუწოდებს


შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეიტსმა ევროპასა და ჩინეთს მოუწოდა, მეტი მონაწილეობა მიიღონ ავღანეთის აღმშენებლობაში. შაბათს სინგაპურში, უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ ფორუმზე გამოსვლისას მან თქვა, რომ “საჭიროება უფრო დიდია, ვიდრე აქამდე გაკეთებული დაპირებები”. მისი თქმით, იმისთვის, რომ ავღანეთში მოხერხდეს სტაბილური და ქმედითუნარიანი მთავრობის დამკვიდრება, ქვეყანას დამატებითი დახმარება და პროფესიული დახმარება ესაჭიროება ინფრასტრუქტურის შესაქმნელად და მეტი დაფინანსება - ავღანეთის არმიის გაზრდისა და შენახვისთვის. გეიტსმა თქვა, რომ “აშშ მიესალმებოდა ავღანეთისთვის ჩინეთის დახმარებას” უსაფრთხოებისა თუ სამოქალაქო სფეროებში.
XS
SM
MD
LG