Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში ჩამოახრჩვეს მეჩეთის აფეთქებაში ბრალდებულები


დღეს ირანში ჩამოახრჩვეს ხუთშაბათს ქალაქ ზაჰედანის მეჩეთის აფეთქებაში ბრალდებული სამი პირი. ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო ირნა იტყობინება, რომ პროვინიცია სისტან-ბელუჯისტანის დედაქალაქში მომხდარ აფეთქებას 20-ზე მეტი ადამინი ემსხვერპლა და ათეულობით დაიჭრა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მომხდარისთვის პასუხისმგებლობა დააკისრეს შეერთებულ შტატებს, რომელიც, მათი მტკიცებით, აფეთქების უკან დგას. ვაშინგტონმა უკუაგდო ბრალდება და დაგმო აფეთქება.
XS
SM
MD
LG