Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის არმიის ცნობით, ის კვლავ აკონტროლებს სვატის ხეობის უდიდეს ქალაქს


პაკისტანის არმია აცხადებს, რომ კვლავ დააწესა კონტროლი სვატის ხეობის უდიდეს ქალაქ მინგორაზე. არმიის წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა ათარ აბასმა დღეს ასოშიეიტედ პრესს განუცხადა, რომ მინგორას მთლიანად აკონტროლებენ სამთავრობო ჯარები, თუმცა ისინი ჯერ კიდევ აწყდებიან თალიბების წინააღმდგობას ქალაქის გარეუბნებში. პაკისტანის შეიარაღებულმა ძალებმა ერთი თვის წინ დაიწყო ფართო მასშტაბის იერიში სვატის ხეობასა და მიმდებარე რაიონებში იქიდან თალიბების რაზმების გასადევნად.
XS
SM
MD
LG