Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეტაკებები მოხდა პაკისტანის ჯარებსა და თალიბებს შორის


როგორც იტყობინებიან, სამხედრო შეტაკებები მოხდა თალიბებსა და პაკისტანის ჯარებს შორის ავღანეთის საზღვრის მახლობლად მაშინ, როცა, პაკისტანის ხელისუფლების ცნობით, მისმა ჯარებმა სვატის ხეობაში წარმატებას მიაღწიეს მეამბოხეთა წინააღმდეგ. ხელისუფლების თანახმად, სულ ცოტა 40 მეამბოხე და ოთხი ჯარისკაცი დაიღუპა რვასაათიან ბრძოლაში, რომელიც წუხელ გაიმართა ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში მდებარე სამხრეთ ვაზირისტანის რაიონში. მსხვერპლის შესახებ დამოუკიდებელი წყაროების ცნობები არ მოიპოვება. პაკისტანის თავდაცის მინისტრის, საიედ ათარ ალის თქმით, სვატში სამხედრო ოპერაცია ორ-სამ დღეში დასრულდება. მისი სიტყვებით, მეამბოხეთა განადგურებისთვის "საქმის ხუთიდან ათ პროცენტამდეღაა" შესასრულებელი.
XS
SM
MD
LG