Accessibility links

logo-print

ჩეჩნეთში აფეთქებებს რუსეთის სამხედრო ემსხვერპლა


ჩეჩნეთის მილიცია აცხადებს, რომ ბომბების აფეთქებების შედეგად დაიღუპა რუსეთის ერთი სამხედრო და დაიჭრა მილიციის ორი თანამშრომელი. რუსეთის არმიის ოფიცერი შაბათს, ტყის ბილიკზე მომხდარ აფეთქებას ემსხვერპლა. ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მეორე აფეთქება შაბათს მოხდა გროზნოში. ბომბმა, რომელიც ნაგვის ყუთში იყო მოთავსებული, მძიმედ დაჭრა ორი მილიციელი.
XS
SM
MD
LG