Accessibility links

თავისუფლების მოედანზე ავტომანქანების მოძრაობა აღდგა


თავისუფლების მოედანზე ავტომანქანების მოძრაობა სრულად აღდგენილია. უკვე გახსნილია მოედანზე შემავალი თითქმის ყველა ქუჩა. ერთადერთი ქუჩა, რომლის გახსნასაც ოპოზიცია ამ ეტაპზე არ აპირებს, არის რუსთაველის გამზირი. ”ალიანსის საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერის დავით გამყრელიძის განცხადებით, ოპოზიციამ გადაწყვიტა ”საკნების ქალაქის” რეორგანიზაცია მოეხდინა. მისივე თქმით, თავისუფლების მოედანმა თავისი ფუნქცია უკვე ამოწურა და ახლა აქციების ძირითადი კერა უნდა გახდეს პარლამენტი.
XS
SM
MD
LG