Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი არ სცნობს სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის არჩევნებს


ევროკავშირი სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს და მის შედეგებს არ სცნობს. ევროკავშირის ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კვირას ჩატარებული არჩევნები საქართველოში არსებული სიტუაციის მშვიდობიანად მოგვარების გზების ძიების პროცესში უკან გადადგმული ნაბიჯია. ევროპის კავშირი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერას ადასტურებს
XS
SM
MD
LG