Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერევნის არჩევნებში მმართველი პარტია იმარჯვებს


სომხეთის საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების განცხადებით, ერევანში ჩატარებულ მუნიციპალურ არჩევნებში ხმათა 46 პროცენტით გამარჯვება მოიპოვა მმართველმა პარტიამ. შესაბამისად, ერევნის მერი, რესპუბლიკური პარტიის წევრი გაგიკ ბეგლარიანი, თანამდებობას ინარჩუნებს. არჩევნების შედეგები უკვე თითქმის ბოლომდე დათვლილია. მმართველი კოალიციის კიდევ ერთი წევრის, ”აყვავებული სომხეთის” კანდიდატს ხმათა 22 პროცენტი აქვს მიღებული. ოპოზიციურ ეროვნულ კონგრესს, რომელსაც სათავეში ყოფილი პრეზიდენტი, ლევონ ტერ-პეტროსიანი უდგას, 17 პროცენტი აქვს. ევროსაბჭოს დამკვირვებელთა მისიის წარმომადგენელთა თქმით, ”გარკვეული დარღვევები” აღირიცხა, მაგრამ უწინდელ არჩევნებთან შედარებით, ეს კენჭისყრა მაინც წინ გადადგმული ნაბიჯი იყო.
XS
SM
MD
LG