Accessibility links

საქართველოს მთავრობა ეკონომიკის 1.5%-ით შემცირებას ვარაუდობს


საქართველოს მთავრობის განცხადებით, წელს მოსალოდნელია ეკონომიკური მაჩვენებლის 1.5%-ით შემცირება, ნაცვლად თავდაპირველად დაგეგმილი 1%-იანი ეკონომიკური ზრდისა. ამგვარი პროგნოზის ერთ-ერთ მიზეზად მთავრობა ”ქუჩის აქციებს” ასახელებს. მთავრობის მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, მთავრობის ვარაუდით, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე პირველ კვარტალში ეკონომიკა უნდა შემცირებულიყო, მაგრამ მეორე კვარტლიდან, ფისკალური სტიმულირების მეშვეობით, ინვესტიციათა ნაკადი უნდა გააქტიურებულიყო. დოკუმენტის თანახმად, ამ ვარაუდს იზიარებდნენ ”საერთაშორისო სავალუტო ფონდი და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები”. მაგრამ, პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ”ქვეყანაში შექმნილმა პოლიტიკური ურთიერთობების კრიზისმა” წლის პირველი ნახევრის პრაქტიკულად დაკარგვა გამოიწვია, და ეკონომიკის განვითარება არც მეორე კვარტლიდან გახდა შესაძლებელი. პრეს-რელიზის თანახმად, "ქუჩის პოლიტიკის" შედეგად 2009 წელს შესაძლოა ეკონომიკა შემცირდეს 1.5 პროცენტით.
XS
SM
MD
LG