კვირას მოსკოვის ცენტრში მილიციამ დააკავა ოპოზიციის 30-ზე მეტი მხარდამჭერი, რომლებმაც ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად მიტინგის მოწყობა სცადეს. რადიო თავისუფლების კორესპოდენტის ცნობით, რუსეთის დედაქალაქის მესვეურებმა ყველაფერი იღონეს, რათა აქცია სახელწოდებით "რუსეთი პუტინის წინააღმდეგ" არ შემდგარიყო. დაკავებულთა შორის იყო რუსეთის ნაციონალ-ბოლშევიკური პარტიის ლიდერი ედუარდ ლიმონოვი.
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1