Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ატლანტის ოკეანეში სამგზავრო თვითმფრინავის ძებნა გრძელდება


ბრაზილიის, საფრანგეთის და სხვა ქვეყნების თვითმფრინავები განაგრძობენ ატლანტის ოკეანეში საფრანგეთის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის ძებნას. ბრაზილიის სამხედრო საჰაერო ძალებმა მიაგნეს საგანს, რომელიც შეიძლება იყოს თვითმფრინავის ნამსხვრევი. ჯერ არ დასტურდება, რომ ეს გუშინ დაკარგული თვითმფრინავის ნაწილია. ლაინერი, რომელიც რიო-დე-ჟანეიროდან პარიზში მიემგზავრებოდა, ორშაბათს დაიკარგა. "ფრანს პრესის" სააგენტოს მოჰყავს საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის ერვე მორენის განცხადება იმის შესახებ, რომ ლაინერის ძებნა იმდენ ხანს გაგრძელდება, რამდენიც საჭირო იქნება. თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 32 სხვადასხვა ქვეყნის 228 მოქალაქე. თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა აფრენიდან დაახლოებით 4 საათში. ავარიის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა, რომ გადარჩენილი მგზავრების მოძებნის შანსები ძალიან მცირეა.
XS
SM
MD
LG