Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის არჩევნებს ლეგიტიმურად არ მიიჩნევს


აშშ სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ლეგიტიმურად არ მიიჩნევს და მის შედეგებს არ სცნობს. სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, 31 მაისს ჩატარებული არჩევნები კონფლიქტის მოგვარებას ხელს არ უწყობს და მისი მშვიდობიანად დაძლევის საპირისპიროდ გადადგმული ნაბიჯია. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას მსოფლიო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ საზღვრებში.
XS
SM
MD
LG