Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრიმინალისტებმა მუშაობა დაასრულეს რკინიგზის ხობი-ინგირის მონაკვეთზე


კრიმინალისტებმა მუშაობა დაასრულეს საქართველოს რკინიგზის ხობი-ინგირის მონაკვეთზე, სადაც გამთენიისას აფეთქება მოხდა. სამგზავრო მატარებლის გავლამდე ორი საათით ადრე მომხდარი აფეთქება, რომელმაც რკინიგზის რამდენიმე მეტრიანი მონაკვეთი დააზიანა, დივერსიულ აქტად შეფასდა. არსებული მონაცემებით, აფეთქებისთვის საათის მექანიზმიანი მოწყობილობა და ტროტილი გამოიყენეს. რამდენიმე საათით შეფერხებული სარკინიგზო მიმოსვლა ამჟამად აღდგენილია.
XS
SM
MD
LG