Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

,,ალიანსი თავისუფლებისთვის” ერთ-ერთი ლიდერმა გაერთიანება დატოვა


,,ალიანსი თავისუფლებისთვის” ერთ-ერთი ლიდერმა, გია მაისაშვილმა გაერთიანება დატოვა. მაისაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გადაწყვეტილების მიზეზი აკაკი ასათიანის, გუგული მაღაძისა და კონსტანტინე გამსახურდიას მიერ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის პარტიასთან - ,,მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” დაახლოება გახდა. მისივე განცხადებით, მიუღებელია პარტნიორობა ისეთ პოლიტიკოსთან, რომელიც ახლანდელი მთავრობის წევრი იყო და "საქართველოს ეკონომიკის დანგრევაში დიდ როლს ასრულებდა". ამასთან, მაისაშვილი ,,ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერთან, ირაკლი ალასანიასთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს.
XS
SM
MD
LG