Accessibility links

logo-print

ნინო ბურჯანაძემ მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში უჩივლა


„დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში უჩივლა. ბურჯანაძის ადვოკატების მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის წარდგენილ სარჩელში პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე პრეზიდენტს პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვაში ადანაშაულებს. ნინო ბურჯანაძე მოითხოვს, რომ რუსეთისადმი მისი გარკვეული ვალდებულებების ბრალდება მიხეილ სააკაშვილმა ან დაამტკიცოს, ან ცილისწამებისთვის პასუხი აგოს
XS
SM
MD
LG