Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპატრიაქრო საკონსტიტუციო რეფორმაში მონაწილეობას არ აპირებს


საქართველოს საპატრიარქო სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა ზოგიერთი პოლიტიკოსის ინიციატივას იმის შესახებ, რომ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ეკლესიის წარმომადგენლებიც უნდა ჩაერთონ. განცხადებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის არსებობს საკონსტიტუციო შეთანხმება, რომელიც საპატრიარქოსთვის სრულიად მისაღებია და მის შესაძლო შეცვლას დაუშვებლად მიიჩნევს. ამასთან, საპატრიარქო აღნიშნავს, რომ სხვა საკონსტიტუციო და იურიდული საკითხების განხილვაში ეკლესიის მონაწილეობა გამართლებული არ არის, რადგან ის პოლიტიკურად ნეიტრალური უნდა იყოს
XS
SM
MD
LG