Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში ისრაელის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდნენ ერთმანეთს


მოსკოვში, ირანის და ჰამასის შესახებ მოსალაპარაკებლად ერთმანეთს შეხვდნენ ისრაელის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, ავიგდორ ლიბერმანი და სერგეი ლავროვი. ლიბერმანმა, რომელიც პირველ ვიზიტს მართავს მოსკოვში, თავის კოლეგას განუცხადა, რომ ისრაელ-რუსეთის ურთიერთობა უმაღლეს წერტილზე იმყოფება 18 წლის წინ დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების შემდეგ.
ლავროვმა პალესტინელთა გასამხედროებულ გაერთიანებასთან, ჰამასთან დაკავშირებით თქვა, რომ საჭიროა ამ ორგანიზაციასთან კონტაქტი და მოუწოდა ისრაელს მოხსნას ღაზის სექტორის ბლოკადა. ადრე, ლიბერმანმა, ღრმა იმედგაცრუება გამოხატა ჯგუფის ლიდერთან ლავროვის შეხვედრის გამო.
ირანის თაობაზე ლავროვმა თქვა, რომ აშშ-ის ადმინისტრაციის წინადადება ირანთან დაკავშირებით, ზრდის თეირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე ჩიხიდან გამოსვლის შანსს.
ლიმბერმანი მოსკოვში პრემიერ მინისტრ პუტინსაც შეხვდება.
XS
SM
MD
LG