Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტი პოსტიდან გადადგომას არ აპირებს


უკრაინის პრეზიდენტის სამდივნომ დღეს კვლავ უარყო, რომ რეგიონების პარტიისა და იულია ტიმოშენკოს ბლოკის მიერ კოალიციის შექმნის შემთხვევაში, ვიქტორ იუშჩენკო პოსტიდან გადადგება. დღესვე უკრაინის პრეზიდენტის პრეს-სამსახურმა განაცხადა, რომ ვიქტორ იუშჩენკო არ დაუშვებს საკონსტიტუციო ცვლილებას, რომლის თანახმად, ქვეყნის პრეზიდენტი პარლამენტმა უნდა აირჩიოს. იუშჩენკოს შეფასებით, რეგიონების პარტიის და ტიმოშენკოს ბლოკის ინიციატივის მიზეზი ის არის, რომ მათ ამომრჩევლის ეშინიათ. უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მსგავსი საკონსტიტუციო ცვლილება სახელმწიფო გადატრიალების ტოლფასი იქნება.
XS
SM
MD
LG