Accessibility links

logo-print

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას აშშ-ში განიხილავენ


თავდაცვის მინისტრი დავით სიხარულიძე იმყოფება ვაშინგტონში, სადაც ევროკავშირის სახელმწიფოთა ელჩების ინიციატივით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე იმსჯელებენ. აშშ-ში ვიზიტისას დავით სიხარულიძე მოხსენებით წარსდგება ატლანტიკური უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე, სადაც საქართველოს სტრატეგიულ გამოწვევებზე ისაუბრებს. აშშ-ისა და საქართველოს პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საკითხს თავდაცვის მინისტრი კონგრესში დანიშნული შეხვედრებისას განიხილავს.
XS
SM
MD
LG