Accessibility links

მოლდავეთის პარლამენტმა ახალი პრეზიდენტი ვერ აირჩია


მოლდავეთის პარლამენტმა ქვეყნის ახალი პრეზიდენტი დღეს კვლავ ვერ აირჩია. პრეზიდენტის პოსტზე წარდგენილი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას მხარი დაუჭირა კომუნისტთა ფრაქციის 60-ვე დეპუტატმა, მაგრამ, პრეზიდენტის არჩევას მინიმუმ 61 ხმა სჭირდება. კენჭისყრაში მონაწილეობაზე კვლავ უარი განაცხადეს ოპოზიციურმა ფრაქციებმა, რომელთა ლიდერებთან მოქმედი პრეზიდენტის, ვლადიმირ ვორონინის მიერ კენჭისყრამდე გამართული კონსულტაცია უშედეგოდ დასრულდა. იმის გამო, რომ მოლდავეთის პარლამენტმა ახალი პრეზიდენტის არჩევა ვერ შეძლო, მოქმედმა პრეზიდენტმა პარლამენტი უნდა დაშალოს და ვადამდელი არჩევნები დანიშნოს.
XS
SM
MD
LG