Accessibility links

logo-print

„ნდობის ჯგუფმა“ მთავრობას სამი მოთხოვნა გააცნო


სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა „ნდობის ჯგუფმა“ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს ყველა ოპოზიციურ პარტიასთან შეხვედრის შედეგად ჩამოყალიბებული 3 მოთხოვნა გადასცა. მათ შორისაა პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული 28 ადამიანის გათავისუფლება, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ საზოგადოების წარმომადგენლებისთვის ყოველდღიურად ორსაათიანი პირდაპირი ეთერის დათმობა და აპრილიდან მიმდინარე საპროტესტო აქციებისას ჩადენილი სამართალდარღვევების სამართლიანად გამოძიება. ნდობის ჯგუფის წევრებთან შეხვედრის შემდეგ, მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა განაცხადა, რომ დიალოგი ყველა საკითხზე შესაძლებელია, პუნქტების დეტალურად განხილვა კი - მომავალ კვირაში დაიწყება.
XS
SM
MD
LG