Accessibility links

logo-print

მიმდინარეობს "ერ ფრანსის" დაღუპული თვითმრინავის ნაშთების შეგროვება


მიმდინარეობს ატლანტის ოკეანეში ჩავარდნილი "ერ ფრანსის" თვითმრინავის ნაშთების შეგროვება. ბრაზილიის სამხედროების ცნობით, ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალებმა აღმოაჩინეს ნარჩენები, რომლებიც შეიცავს თვითმფრინავის სავარძელს, ლითონის ნაწილებს, მავთულებსა და საწვავის ნაშთებს. ეს ნაშთები ზღვაზე 5 კვადრატულ კილომეტრზე არის გაფანტული. ექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ დაიღუპნენ თვითმფრინავის 228-ვე მგზავრი და ეკიპაჟის წევრები. აერობუსი A 330 რიო დე ჟანეიროდან პარიზამდე ასრულებდა რეისს. საფრანგეთის სამოქალაქო ავიაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ თვითმფრინავის ფრენის მონაცემების ჩამწერი აპარატურა, შესაძლოა, ვერასოდეს იპოვონ. ბრაზილიის მთავრობამ სამდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა დაღუპულთა საპატივცემულოდ, რომელთა შორის 32 ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ. მაგრამ უმრავლესობა ბრაზილიიდან და საფრანგეთიდან იყო.
XS
SM
MD
LG