Accessibility links

არასაპარლამენტო ოპოზიციამ ვალდებულებათა ქარტია გამოაქვეყნა


არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებმა უზენაესი სასამართლოს შენობასთან ვალდებულებათა ქარტია გამოაქვეყნეს. მასში ნათქვამია, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ უგულვებელყოფილია დემოკრატიული ფასეულობები, ირღვევა ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობის პრინციპი და იზღუდება თავისუფალი აზრი. ქარტიის ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია სერიოზული ცვლილებები, რათა ქვეყნის მოქალაქეებმა დაპირებული თავისუფლება და დემოკრატია მიიღონ. ოპოზიციის ვალდებულებათა შორის დასახელებულია სამართლიანი არჩევნები, დამოუკიდებელი სასამართლო და მასმედია, პოლიციაზე საზოგადოებრივი კონტროლი, გამჭვირვალე მთავრობა, პოლიტიკური დევნის დაუშვებლობა, საკუთრების ხელშეუხებლობა, დაბალანსებული და გაწონასწორებული საგარეო პოლიტიკა, თავისუფალი ეკონომიკა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. არასაპარლამენტო ოპოზიციის ვალდებულებათა ქარტიისთვის ხელი არ მოუწერიათ მოძრაობა „თავისუფლების“ და ლეიბორისტული პარტიის ლიდერებს.
XS
SM
MD
LG