Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰიუმენ რაიტს უოჩი: ჩნდება ეჭვი, შესწევს თუ არა ყაზახეთს უნარი, უთავმჯდომარეოს ეუთოს


ადამიანის უფლებების დამცველმა ორგანიზაცია ჰიუმენ რაიტს უოჩმა, რომელსაც ნიუ იორკში უდევს ბინა, დღეს განაცხადა, რომ ყაზახეთი უგულებელყოფს საერთაშორისო კანონს ადამიანის უფლებების შესახებ და მას ნაადრევად შესთავაზეს ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის თავმჯდომარეობა. უფლებადამცავი ორგნიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა კენეთ როთმა ალმატიში ფრანს პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ მედიის უფლებების, შეკრების თავისუფლების, ასევე რელიგიური თავისუფლებების კვლავაც შეზღუდვა აჩენს ეჭვებს, შესწევს თუ არა ყაზახეთს უნარი, უთავმჯდომარეოს ეუთოს. ყაზახეთმა მომავალი წლის პირველი იანვრიდან უნდა გადაიბაროს ორგანიზაციის თავმჯდომარეობა.
XS
SM
MD
LG