Accessibility links

logo-print

პარლამენტის წინ ოპოზიციის მიტინგი გაიმართა


პარლამენტის შენობასთან ოპოზიციამ გამართა საინფორმაციო მიტინგი, რომელზეც სიტყვით გამოვიდნენ სალომე ზურაბიშვილი, დავით ბერძენიშვილი. ეკა ბესელია, დავით ზურაბიშვილი, ირაკლი ბათიაშვილი და სხვები. ვალდებულებათა ქარტიაზე საუბრისას, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა აღნიშნა, რომ მართალია, ლეიბორისტებმა და პარტია "თავისუფლებამ" ქარტიაზე ხელი არ მოაწერეს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი ახლა მოწინააღმდეგეებად უნდა ჩაითვალონ. პარტია "საქართველოს გზის" თავმჯდომარემ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არასწორად მიიჩნევს ხელისუფლების გადაწყვეტილებას ობლიგაციების ბანკებისთვის მიყიდვის შესახებ. ზურაბიშვილის თქმით, თვითნგრევის ხარჯზე ხელისუფლება სახელმწიფოსაც ანგრევს. "აქ დგომითა და ერთსულოვანი ბრძოლით უნდა შევაჩეროთ სახელმწიფოსა და ეკონომიკის ნგრევაო" - დასძინა სალომე ზურაბიშვილმა.
XS
SM
MD
LG