Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ში ვიზიტს განაგრძობს


დღეს ვაშინგტონში საქართველოსა და აშშ-ის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართება. რობერტ გეიტსი და დავით სიხარულიძე ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის შესრულებაზე, შემდგომ სამხედრო თანამშრომლობასა და საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობაზე იმსჯელებენ. სენატში უკვე გამართული შეხვედრების შემდეგ, დავით სიხარულიძემ თანმხლებ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და ნატოში ქვეყნის ინტეგრაციას
XS
SM
MD
LG