Accessibility links

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა


სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი პეტერ სემნები ოპოზიციის ლიდერებს სალომე ზურაბიშვილს, დავით უსუფაშვილს და ირაკლი ალასანიას შეხვდა. მათ სემნების დაუდასტურეს, რომ ხელისუფლებასთან შესახვედრად მზად არიან და დიპლომატს სთხოვეს, რომ ეს პოზიცია ხელისუფლების წარმომადგენლებს გადასცეს. ირაკლი ალასანიას განცხადებით, დრო არ ითმენს, რადგან კრიზისი სულ უფრო ღრმავდება, მისი დაძლევა კი - დამოუკიდებლად არც ოპოზიციას შეუძლია და არც ხელისუფლებას. ალასანიამ აღნიშნა, რომ თითქმის ყველა ოპოზიციური პოლიტიკური ძალა მოლაპარაკებას ემხრობა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის მონაწილეობას მიიღებს ყველა მოლაპარაკებაში, რომელიც კრიზისის დაძლევის და თავისუფალი არჩევნების დანიშვნისკენ იქნება მიმართული. ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, პეტერ სემნებიმ კვლავ განაცხადა, რომ ქვეყნის მომავლისთვის პოლიტიკურ ძალთა მოლაპარაკება აუცილებელია
XS
SM
MD
LG