Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოს ლიდერებმა შეაქეს ბარაკ ობამას მიმართვა მაჰმადიანებისადმი


მსოფლიოს ლიდერებმა შეაქეს ბარაკ ობამას მაჰმადიანებისადმი მიმართვა, რომელიც მან ეგვიპტეში წარმოთქვა. პალესტინელთა ავტონომიის ლიდერის, მაჰმუდ აბასის წარმომადგენელი, ნაბილ აბუდ რდაინაჰი მიესალმა ობამას გამოსვლას, მიმართვას მაჰმადიანებისადმი, როგორც ახლო აღმოსავლეთში ამერიკის ახალი პოლიტიკის მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯს და კარგ დასაწყისს. ისრაელის მთავრობა იზიარებს ობამას იმედს, ისრაელსა და არაბულ სამყაროს შორის მშვიდობის შესახებ. ჰამასის წარმომადგენელი, ფაუზი ბარჰუმი ფრთხილად მიესალმა ობამას გამოსვლას და თქვა, რომ სიტყვას საქმე უნდა მოჰყვეს. არაბული ლიგის თავმჯდომარემ ამრ მუსამ გამოსვლას გაწონასწორებული უწოდა და თქვა, რომ ის კარგი ურთიერთობის გზას ამზადებს. განათლების, მეცნიერების და კულტურის ისლამური ორგანიზაციის თავჯმდომარემ აბდულაზიზ ალუაიჯირიმ თქვა, რომ ობამას სიტყვა დასავლეთისა და მაჰმანური სამყაროს შორის იმედის კარს გახსნის.
XS
SM
MD
LG