Accessibility links

logo-print

ბარაკ ობამა ანგელა მერკელს შეხვდა


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ხანმოკლე ვიზიტით ეწვია გერმანიის ქალაქ დრეზდენს, სადაც შეხვდა მასპინძელი ქვეყნის კანცლერს ანგელა მერკელს. განხილულ საკითხებს შორის იყო მსოფლიო საფინანსო კრიზისი და ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარება, აგრეთვე, ურთიერთობები ირანთან და რუსეთთან. მოგვიანებით ვაშინგტონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ესტუმრება ნაცისტთა ყოფილ საკონცენტრაციო ბანაკს ბუხენვალდში და პატივს მიაგებს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას. ვიზიტის პროგრამაშია, აგრეთვე, სტუმრობა ლანდშტულის სამხედრო ჰოსპიტალში. იქ ობამა მოინახულებს ავღანეთსა და ერაყში დაჭრილ ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს. გერმანიიდან ობამა საფრანგეთში გაემგზავრება, სადაც შაბათს აღინიშნება ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადმოსხმის 65-ე წლისთავი.
XS
SM
MD
LG