Accessibility links

logo-print

ტალიავინის კომისიის ექსპერტები ცხინვალის ძალოვან სტრუქტურებს შეხვდნენ


აგვისტოს ომის შემდეგ, ევროკავშირის ინიციატივით შექმნილი დამოუკიდებელი კომისიის ექსპერტები ცხინვალში, ადგილობრივი ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს შეხვდნენ. როგორც დე-ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციის კომიტეტი იუწყება, კომისიის წევრები აგვისტოს ომამდე მოსკოვსა და თბილისთან ცხინვალის ურთიერთობის და ადგილობრივი მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების საკითხებით დაინტერესდნენ. ამავე კომიტეტის ცნობით, საერთაშორისო კომისიის ექსპერტებმა მათთვის საინტერესო ყველა შეკითხვაზე წერილობითი პასუხებიც ითხოვეს.
XS
SM
MD
LG