Accessibility links

logo-print

საპარლამენტო ოპოზიცია კახა ლომაიას პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს


გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის პასუხისმგებლობის საკითხის დასმა დღეს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოითხოვეს. ქრისტიან-დემოკრატები მიიჩნევენ, რომ ალექსანდრე ლომაიას ამასწინანდელი განცხადების გამო, რომლის თანახმად, გაეროს გენერალური მდივანი რუსეთმა დააშანტაჟა, საქართველო დიპლომატიური სკანდალის ზღვარზე აღმოჩნდა. ამ შეფასებას არ ეთანხმება საპარლამენტო უმრავლესობა, რომლის განმარტებით, ლომაიას მსგავსი განცხადების მანდატი საქართველოს ხელისუფლებისგან ჰქონდა.
XS
SM
MD
LG