Accessibility links

პაკისტანში სულ ცოტა 30 ადამიანი ემსხვერპლა მეჩეთში აფეთქებას


იტყობინებიან, რომ დღეს ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში, მეჩეთში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ ცოტა 30 ადამიანი დაიღუპა. ბომბი პარასკევის ლოცვისას აფეთქება ზემო დირის ოლქში. ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, არიფ-ურ-რეჰმანის თქმით, დადასტურებულია 30 ადამიანის სიკვდილი. 60-70 ადამიანი დაიჭრა. ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს. ზემო დირის ოლქი ესაზღვრება რეგიონს, სადაც ჯარები ექვსი კვირის მანძილზე ახორციელებენ თალიბების წინააღმდეგ იერიშს.
XS
SM
MD
LG