Accessibility links

დაღესტანში სნაიპერმა შინაგან საქმეთა მინისტრი მოკლა


დაღესტანში სნაიპერის ტყვიას ემსხვერპლა რუსეთის ფედერაციაში შემავალი ამ ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი, ადილგერეი მაგომედთაგიროვი. მასთან ერთად დაიღუპა სამინისტროს კიდევ ერთი მაღალჩინოსანი. დაიჭრა ხუთი პოლიციელი, მათგან ორი მძიმე მდგომარეობაშია. სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, სროლა მახაჩყალაში, ერთ-ერთი რესტორნის წინ მოხდა, სადაც მინისტრი ქორწილს სტუმრობდა. სნაიპერმა რესტორნის მოპირდაპირე სახლის ფანჯრიდან ისროლა.
XS
SM
MD
LG