Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს გადადგომისკენ მოუწოდებენ


გადადგომისკენ მოწოდებების, და მინისტრების მიერ თანამდებობების დატოვების ფონზე, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, გორდონ ბრაუნმა, თავის მთავრობაში საკადრო ცვლილებები დაიწყო. თანამდებობიდან გადადგა თავდაცვის მინისტრი, ჯონ ჰატონი - ეს უკვე მეოთხე მინისტრია, რომელიც ბრაუნის მთავრობას ტოვებს. პრემიერ-მინისტრს ბევრი გადადგომისკენ მოუწოდებს. ლეიბორისტებს, და სხვა პოლიტიკურ პარტიებს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა სკანდალმა, რომელიც პარლამენტართა მიერ მათი ხარჯების ფონდის არამიზნობრივი გამოყენების შესახებ ცნობების გახმაურებას მოჰყვა.
XS
SM
MD
LG