Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი საქართველოში გაეროს მისიას აკრიტიკებს


დღეს საქარველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სამეგრელოში ჩაის ახალი ფაბრიკა გახსნა და მოსახლეობასთან შეხვედრაზე გამოსვლისას ისაუბრა საქართველოში გაეროს მისიაზე. მისიის მომავლის შესახებ შეკითხვაზე პასუხისას პრეზიდენტი შეეხო გაეროს მისიის მომავალს და მკაცრად გააკრიტიკა ის. ”მე თვითონ ვნახე შარშან ეს გაეროს მისია, ჩვენ ვიყავით, მე და ზაზა გოროზია, როცა ჩვენი რაზმები უკვე ტყეში იყვნენ გასული, ვუყურებდით, როცა ტანკები მოადგნენ ენგურს. და მე ვნახე, რომ ეს გაეროს მისია 10 წუთში აორთქლდა იქიდან... და ამიტომ არ გვიღირს არანაირი გაეროს მისია, რომელიც 10 წუთში ორთქლდება და შეატოვებს მათ მთელ ჩვენს ხალხს იმად, რომ ჩვენ ერთი გრამი დავთმოთ ჩვენი უფლებები ჩვენს ტერიტორიაზე." როგორც სააკაშვილმა თქვა, ის დარწმუნებულია, რომ "თუ საქართველო შეინარჩუნებს შიდა კონსოლიდაციას... თუ შეინარჩუნებს ერთად ყოფნის უნარს, გამორიცხულია, რომ ჩვენ არ დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები.”
XS
SM
MD
LG