Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ "გაზპრომს" მაისში მიღებული გაზის საფასური გადაუხადა


უკრაინამ მთლიანად დაფარა რუსეთისგან მაისში მიღებული გაზის საფასური - ამ შინაარის განცხადება უკრაინის სახელმწიფო ნავთობკომპანია "ნაფტოგაზმა" გაავრცელა. კომპანიის წარმომადგენლის, ვალენტინ ზემლიანსკის თქმით, თანხა რუსეთის კონცერნ "გაზპრომის" საბანკო ანგარიშზე გადაირიცხა. მანამდე "ნაფტოგაზის" ხელმძღვანელმა ოლეგ დუბინმა განაცხადა, რომ საჭირო არ არის კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული ვითარების გაზვიადება. ბოლო დღეების მანძილზე რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა რამდენიმეჯერ გამოთქვეს ეჭვი იმის თაობაზე, რომ კიევი მაისში მიღებული გაზის საფასურს გადაიხდიდა.
XS
SM
MD
LG