Accessibility links

ბარაკ ობამა გერმანიიდან საფრანგეთში გაემგზავრა


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დაასრულა თავისი ერთდღიანი ვიზიტი გერმანიაში და გაემგზავნა პარიზში, სადაც მონაწილეობას მიიღებს ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადასხმის 65-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში. დრეზდენში ობამამ მოლაპარაკება გამართა გერმანიის კანცლეოთან ანგელა მერკელთან, რის შემდეგაც მოინახულა ნაცისტთა ყოფილი საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორია ბუხენვალდში. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, მოლაპარაკებისას ობამამ და მერკელმა ერთიანი პოზიცია დაადასტურეს საერთაშორისო პოლიტიკის მრავალ საკითხში: კერძოდ, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის მოგვარებისა და ირანის ბირთვული პროგრამის საკითხებში. ბარაკ ობამა ესტუმრა ლანდშტულის სამხედრო ჰოსპიტალსაც, სადაც მოინახულა ავღანეთსა და ერაყში დაჭრილ ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები.
XS
SM
MD
LG