Accessibility links

logo-print

აშშ-ის საგარეო უწყების ყოფილ თანამშრომელს ჯაშუშობაში ადანაშაულებენ


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი უოლტერ მაიერსი და მისი მეუღლე გვენდოლინი კუბის სასარგებლოდ ჯაშუშობის ეჭვით დააკავეს. ცოლ-ქმრისთვის წაყენებულ ბრალდებას "უაღრესად სერიოზული" უწოდა აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა. ბრალდების თანახმად, უოლტერ და გვენდოლინ მაიერსები კუბის სასარგებლოდ ჯაშუშობდნენ 1979 წლიდან. 1995 წელს ისინი, როგორც ბრალდებაშია ნათქვამი, კუბის ლიდერს ფიდელ კატროს შეხვდნენ. ამჟამად ცოლ-ქმარი 70 წელს არის გადაცილებული.
XS
SM
MD
LG