Accessibility links

საფრანგეთში აღნიშნავენ ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადასხმის 65-ე წლისთავს


რამდენიმე ქვეყნის ლიდერები, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები, საზოგადოებრიობის წარმომადგენლები მონაწილეობენ საფრანგეთში მიმდინარე საზეიმო ცერემონიაში, რომელიც ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადასხმის 65-ე წლისთავს ეძღვნება. ჩრდილოეთ საფრანგეთში ჩავიდნენ მასპინძელი ქვეყნისა და აშშ-ის პრეზიდენტები ნიკოლა სარკოზი და ბარაკ ობამა, დიდი ბრიტანეთისა და კანადის პრემიერ-მინისტრები გორდონ ბრაუნი და სტივენ ჰარპერი, ბრიტანეთის სამეფო ტახტის მემკვიდრე, უფლისწული ჩარლზი. დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ მიწვევა არ მიიღო, რამაც ქვეყანაში უკმაყოფილება გამოიწვია. 1944 წლის 6 ივნისს, ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადასხმამ საფუძველი ჩაუყარა ევროპის გათავისუფლებას ნაცისტური ოკუპაციისგან. ჩრდილოეთ საფრანგეთში გამართულ ბრძოლებში მოკავშირეთა 200 ათასზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG