Accessibility links

logo-print

მექსიკაში ხანძარმა 29 ბავშვის სიცოცხლე შეიწირა


29 ბავშვი დაიღუპა მექსიკის ქალაქ ერმოსილიოს ერთ-ერთ საბავშვო ბაღში გაჩენილი ხანძრის შედეგად. კიდევ ათობით ბავშვი დამწვრობითა და მხუთავი გაზით მოწამვლის დიაგნოზით საავადმყოფოებში მოათავსეს. სულ ხანძრის გაჩენის მომენტში საბავშვო ბაღში 170-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ხანძარი გაჩნდა ავტოსაბურავების საწყობში, რომელიც საბავშვო ბაღის მეზობლად მდებარეობს. ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით, ცეცხლი უჩვეულოდ სწრაფად გავრცელდა. მიმდინარეობს გამოძიება.
XS
SM
MD
LG