Accessibility links

logo-print

ავღანეთში ოთხი ადამიანი დაიღუპა თვითმკვლელის მოწყობილი აფეთქების შედეგად


სამხრეთ ავღანეთის ქალაქ სპინ-ბოლდაკში მოწყობილი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. კიდევ რვა პირი დაშავდა. თვითმკვლელმა მოიერიშემ, რომელიც ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთულ მოტოციკლს მართავდა, მოწყობილობა ავტობუსის გაჩერებაზე აამოქმედა. ტერაქტისთვის პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის უკისრია. ხელისუფლება აფეთქების მოწყობაში თალიბანს ადანაშაულებს.
XS
SM
MD
LG