Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთი თურქმენეთს გაზის საბადოს ათვისებაში ეხმარება


ჩინეთი თურქმენეთს გამოუყოფს კრედიტს 3 მილიარდი დოლარის ოდენობით. კრედიტი მსოფლიოში გაზის ერთ-ერთი უმსხვილესი საბადოს ათვისებას მოხმარდება. ამის შესახებ იუწყება თურქმენეთის მთავრობის ორგანო, გაზეთი „ნეიტრალნი ტურკმენისტანი“. საუბარია სამხრეთ იოლოტანის საბადოზე, რომლის მოცულობა, ექსპერტთა შეფასებით, დაახლოებით 14 ტრილიონ კუბურ მეტრს შეადგენს, რაც მსოფლიოში სიდიდით მეოთხე ან მეხუთე საბადოს ნიშნავს.
XS
SM
MD
LG