Accessibility links

იური ეხანუროვი უკრაინის თავდაცვის მინისტრობიდან გადააყენეს


უკრაინის პარლამენტმა თანამდებობიდან გადააყენა თავდაცვის მინისტრი იური ეხანუროვი. 398 დეპუტატიდან მინისტრის გადაყენებას მხარი დაუჭირა 363-მა. უკრაინის თავდაცვის მინისტრის პოსტი ეხანუროვს 2007 წლის დეკემბრიდან ეკავა. პრემიერ-მინისტრმა იულია ტიმოშენკომ ეხანუროვი კორუფციაში დაადანაშაულა და პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს მიმართა მოწოდებით, პარლამენტისთვის ეხანუროვის გადაყენება მოეთხოვა. იუშჩენკომ ამაზე უარი განაცხადა.
XS
SM
MD
LG