Accessibility links

logo-print

ბრაზილიის განცხადებით, მიაკვლიეს ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულებს


გავრცელებული ინფორმაციით, ბრაზილიის სამხედრო-საჰაერო ძალებმა მიაგნეს დაღუპულებს ავიაკომპანია "ერ ფრანსის" კუთვნილი თვითმფრინავიდან, რომელმაც ორშაბათს ატლანტის ოკეანეში კატასტროფა განიცადა. კატასტროფის შედეგად დაიღუპა რიო-დე-ჟანეიროდან პარიზში მიმავალ აერობუსში მყოფი 228-ვე ადამიანი. ბრაზილიის სამხედრო-საჰაერო ძალების პრეს-მდივნის განცხადებით, დღეს დილას იპოვეს ორი დაღუპულის გვამები. იუწყებიან ასევე თვითმფრინავის ნამსხვრევების პოვნის შესახებ. მანამდე გავრცელებული ინფორმაცით, საფრანგეთმა ატომური წყალქვეშა ნავი გაგზავნა ატლანტის ოკეანის იმ რაიონში, სადაც თვითმფრინავმა ორშაბათს კატასტროფა განიცადა. წყალქვეშა ნავის ჰიდროსალოკაციო აღჭურვილობამ უნდა დააჩქაროს ე.წ. „შავი ყუთების“ პოვნა, რაც, თავის მხრივ, შესაძლებელს გახდის ავარიის მიზეზის დადგენას.
XS
SM
MD
LG