Accessibility links

logo-print

ავღანეთში მოწყობილი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა


ავღანეთში, სავარაუდოდ, თვითმკვლელი თავდამსხმელის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად, თვით თავდამსხმელის გარდა, სამი სამოქალაქო პირი დაიღუპა. აფეთქება პაკისტანთან საზღვრის მახლობლად, ქალაქ სპინ ბოლდაკში მოეწყო. უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაცია, რომ აფეთქებამ 4 სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეიწირა, პოლიციამ შეასწორა. პოლიციის პრეს-მდივნის თქმით, დაჭრილია 8 ადამიანი.
XS
SM
MD
LG