Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მექსიკაში, ბაგა-ბაღში გაჩენილმა ხანძარმა 35 ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა


დაზუსტებული მონაცემებით, ორ წლამდე ასაკის 35 ბავშვი დაიღუპა მექსიკის ქალაქ ერმოსილიოს ბაგა-ბაღში გაჩენილი ხანძრის შედეგად. კიდევ ათობით ბავშვი დამწვრობითა და მხუთავი გაზით მოწამვლის დიაგნოზით საავადმყოფოებში მოათავსეს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ხანძრის გაჩენის მომენტში ბაგაში 142 ბავშვი იმყოფებოდა. როგორც იუწყებიან, ხანძარი გაჩნდა ავტოსაბურავების საწყობში, რომელიც ბაგა-ბაღის მეზობლად მდებარეობს. ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით, ცეცხლი უჩვეულოდ სწრაფად გავრცელდა. მიმდინარეობს გამოძიება.
XS
SM
MD
LG