Accessibility links

logo-print

ბარაკ ობამა ჩრდილოეთ კორეისა და ირანის ბირთვულ პროგრამებს აკრიტიკებს


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დღეს “უაღრესად პროვოკაციული” უწოდა ბოლოდროინდელ ბირთვულ გამოცდას ჩრდილოეთ კორეაში და განაცხადა, რომ ფხენიანმა დიპლომატიას უნდა მიმართოს საერთაშორისო თანამეგობრობასთან დაძაბულობისთვის ბოლოს მოსაღებად. ნორმანდიის ქალაქ კანში საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზისთან შეხვედრის შემდეგ, ობამამ განაცხადა ასევე, რომ ირანისთვის “ძალიან სახიფათო" იქნებოდა ატომური ბომბით შეიარაღება. სარკოზიმ კი განაცხადა, რომ ირანს აქვს ბირთვულ ენერგიის სამოქალაქო სექტორში და არა ბირთვული იარაღისთვის გამოყენების უფლება.
XS
SM
MD
LG