Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეიძლება თუ არა წარსულის გაკონტროლება?


საბჭოთა კავშირის სახელმწიფო გერბი მოსკოვის თანამედროვე ისტორიის ძეგლთა პარკში
საბჭოთა კავშირის სახელმწიფო გერბი მოსკოვის თანამედროვე ისტორიის ძეგლთა პარკში
მოსკოვი თავგამოდებით ცდილობს, საკუთარ კონტროლს დაუქვემდებაროს წარსული. აი, ამ მცდელობის ორი მაგალითი: პირველი - 20 აპრილს რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ იმსჯელა კანონპროექტზე, რომელმაც არ უნდა დაუშვას ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ნაციზმისა და ნაცისტების ბოროტმოქმედებათა რეაბილიტაცია; მეორე - 15 მაისს პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის ძალითაც შეიქმნა კომისია ისტორიის ფალსიფიკაციის მცდელობათა აღკვეთის მიზნით.

ისტორიაზე და მისი განსხვავებული ინტერპრეტაციის შესაძლებლობაზე, ისტორიული ფაქტების გაყალბების მაგალითებზე და ამ პრობლემატიკასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე მსჯელობენ "კავკასიური გზაჯვარედინის" ამ გამოშვების მონაწილეები: თბილისიდან - ისტორიკოსი და გერმანისტი ლაშა ბაქრაძე, ერევნიდან - მწერალი და კინოსცენარისტი ვაჰრამ მარტიროსიანი, ხოლო ბაქოდან - ერკინ გადირლი. პრაღის სტუდიიდან საუბარს ანდრეი ბაბიცკი უძღვება.
XS
SM
MD
LG