Accessibility links

logo-print

დღეს ევროპარლამენტის საარჩევნო მარათონის ბოლო დღეა


დღეს ევროპის კავშირის 19 ქვეყანაში ტარდება ევროპარლამენტის არჩევნები. 736-ადგილიან პარლამენტში წამყვან პოზიციას, როგორც ვარაუდობენ, ცენტრისტული პარტიები შეინარჩუნებენ, თუმცა, ელექტორატის პასიურობის შემთხვევაში, შესაძლოა შედეგები გააუმჯობესონ ულტრამემარჯვენე პარტიებმა. საზოგადოებრივი აზრის ჯერ კიდევ არჩევნებამდე ჩატარებული გამოკითხვების შედეგებით, საარჩევნო უბნებზე მისვლას ევროკავშირის ელექტორატის (სულ 375 ამომრჩევლის) ნახევარზე ნაკლები აპირებდა. ანალიტიკოსების შეფასებით, ევროკავშირის ბევრი მოქალაქისთვის უბრალოდ გაუგებარია სისტემა, თუ როგორ ნაწილდება ძალაუფლება ევროპარლამენტს, ევროკომისიას და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერთა საბჭოს შორის. ხუთშაბათს და პარასკევს კენჭისყრა გაიმართა დიდ ბრიტანეთში, ირლანდიასა და ნიდერლანდში, შაბათს კი კვიპროსში, მალტაში, ლატვიაში, იტალიასა და სლოვაკეთში. ჩეხეთში კენჭისყრა გუშინ დაიწყო და დღესაც გრძელდება.
XS
SM
MD
LG